top of page

კომპანიის შესახებ

იურიდიული ფირმა “პი ელ სი“ დაფუძნდა 2016 წელს ახალგაზრდა, წარმატებული ადვოკატის  ნოდარ  ზარქუას მიერ.  იგი  კომპანიის მმართველი პარტნიორი და  ხელმძღვანელია.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და პროგრესულად მოაზროვნე იურისტებით. კომპანიამ ძალიან მოკლე პერიოდში დაიმკვიდრა თავი ქართულ სამათლებრივ სივრცეში და შეიძინა საკუთარი ნიშა ბაზარზე, რაც, უპირველესად, გულისხმობს  სანდოობასა და კვალიფიციურობაზე დაფუძნებული მომსახურების მაღალ სტანდარტს.

„პი ელ სი“-ში დასაქმებული იურისტების ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო (კერძო) და ადმინისტრაციული სამართალი. ჩვენი იურისტები გაგიწევენ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკორპორაციო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სადაზღვევო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, საავტორო სამართალი, შრომის სამართალი, საბანკო სამართალი, მიწის სამართალი, საგადასახადო სამართალი, სოციალური დაცვის სამართალი, სამშენებლო სამართალი   და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებადი რამდენიმე უმსხვილესი კომპანია,მათ შორის სს“ თიბისი ბანკი“,  HUMAN DIAGNOSTIC GEORGIA , შპს „მოგო“, BIJ group/ ბი აი ჯი ჯგუფი  და სხვა.

გუნდის წევრები, თავისუფლად ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს, რაც აადვილებს და უფრო კომფორტულს ხდის კომუნიკაციას უცხოელ კლიენტებთან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი გუნდის ძალისხმევით არაერთ საქმეზე  მიღებულ იქნა  უპრეცედენტო გადაწყვეტილებები,შესაბამისად, ჩამოყალიბდა ახალი სასამართლო პრაქტიკა.

ჩვენთან გელით ძალიან სასიამოვნო გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ყველა სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაში.

ჩვენი გუნდი

ნოდარ ზარქუა
რეგალიე სრულად

სალომე სურგულაძე

იურისტი

გოჩა ჭილაია
იურისტი
მარიამ ბარამიძე

იურისტი

bottom of page