top of page

M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2018 წლის 1 ივლისიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული

. აღნიშნული მუხლის საპატრულო პოლიციამ არაერთხელ დააჯარიმა ჩვენი ერთერთი კლიენტი სალიზინგო კომპანია.

ადმინისტრაციულმა ორგანომ სახდელის დაკისრების საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმ იურიდიული პირის დაჯარიმებას, რომელმაც სამართავად გადასცა/საექსპლუატაციოდ გადასცა/საექსპლუატაციოდ დაუშვა სხვა პირი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ჩვენი კომპანიის იურისტებმა ზემდგომ ორგანოში გაასაჩივრეს საჯარიმო ქვითრები და აუხსნეს შინაგან საქმეთ სამინისტროს რომ, აღნიშნული მუხლის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც სალიზინგო ურთიერთობის საფუძველზე გადაცემული აქვს ლიზინგის მიმღებს, აღნიშნული ურთიერთობის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ძალაში დატოვა საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემული საჯარიმო ქვითრები. აღნიშნული დადგენილება გავასაჩივრებულ იქნა საქალაქო სასამართლოში, ინტენსიური დავის შემდეგ სასამართლომ სრულად დაუჭირა მხარი ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციას, დააკმაყოფილა სალიზინგო კომპანიის საჩივარი და გააუქმა საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საჯარიმო ქვითრები, რითაც საფუძველი დაედო ახალ სასამართლო პრაქტიკას.


Comentarios


bottom of page