top of page

ჩვენი კომპანიის იურისტების ძალისხმევით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვე


ჩვენი კომპანიის იურისტების ძალისხმევით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა იურიდიული ფირმა - სამართალწარმოების იურისტების პოზიცია და მიიჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ უხეშად დაარღვია დასაქმებულის უფლებები. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნის ნაწილში: ბათილად ცნო ბრძანება თ.ა.-ს განთავისუფლების შესახებ და საქართველოს რკინიგზას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით.

შრომითი უფლება წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ ერთ-ერთ ფუნდამეტურ უფლებას. მსგავსი პრეცენდენტები ხელს შეუწყობს დამსაქმებელთა მხრიდან დასაქმებულთა უფლებების ხელყოფის აღკვეთას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელ რეალობაში.


Comments


bottom of page